30.04.2015

სოფლის მეურნეობა და ეკოლოგიური წონასწორობა აღმოსავლეთ ევროპასთან (LOGO) კავშირსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აგრონომიის სპეციალობის სტუდენტი პავლე მაზმიშვილი იმყოფებოდა გერმანიის ფედრაციული რესპუბლიკაში, სადაც მან 6 თვიანი სამუშაო პრაქტიკა გაიარა სამხრეთ ბავარიაში ეკოლოგიური მიწათმოქმედების ერთ-ერთ სასოფლო სამეურნეო საწარმოში. პავლე მაზმიშვილმა წარმატებულად შეასრულა ყველა სასწავლო და პრაქტიკული დავალება, რომელსაც LOGO-ს პროგრამა ითვალისწინებდა და კარგი შეფასებით დაუბრუნდა მშობლიურ უნივერსიტეტს. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მას ხელს შეუწყობს შემდგომ სწავლასა და შრომით საქმიანობაში.
ამავე პროგრამით ამჟამად გერმანიაში პრაქტიკას გადის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კიდევ ერთი სტუდენტი - დიანა გვირჯიშვილი.

meurneoba1  meurneoba2  meurneoba3