30.04.2015

2015 წლის 30 აპრილს 15:00 საათზე, ქართული ენის კაბინეტში გაიმართა სამეცნიერო გულანის სხდომა. მოხსენება თემაზე:„აჰმედ ჰამდი თანფინარის შეხედულებები თურქულ მუსლიმურ ცივილიზაციაზე“ წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა მაკა შონიამ.
აჰმედ ჰამდი თანფინარი (1901-1962 წწ.) რესპუბლიკის პერიოდის თურქული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი ასევე ცნობილია, როგორც მეცნიერი - მკვლევარი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
აჰმედ ჰამდი თანფინარის აზრით, მისი სამშობლოს ისტორიის გათვალისწინებით, კულტურათა სინთეზი თანამედროვე მსოფლიოში რეალობაა. ამ რთულ პროცესში მისთვის მთავარია თურქული ეროვნული თვითმყოფადობა იყოს შენარჩუნებული და დაფასებული.
„ჩვენთვის თანფინარის შეხედულებები ფასეულია არა მხოლოდ როგორც ერთი კონკრეტული მწერლის ნააზრევი, არამედ როგორც ის ეროვნული ინტელექტუალური მემკვიდრეობა, რომელიც ქმედითია თურქულ საზოგადოებაში“ - აღნიშნა მომხსენებელმა.
მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა ბევრი შეკითხვა თემის ირგვლივ.

gulani1dfdsfsdtg  gulani2dsdfxdfg  gulani3regrt