01.05.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რეგულარულად ტარდება იმიტირებული სასამართლო სხდომები სტუდენტთა მონაწილეობით.
2015 წლის 30 აპრილს ჩატარებულ იმიტირებულ პროცესზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით მოხდა, დაბა ასპინძის და სოფლების: რუსთავის, ტოლოშის, ნაქალაქევის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების დასწრება. იმიტირებულ პროცესზე მოსწავლეების ორგანიზებულად დასწრება განახორციელა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ასპინძის ცენტრის სპეციალისტმა ეკა ველიჯანაშვილმა.
პროცესს ასევე ესწრებოდნენ ქ. ახალციხის №1 და დამოუკიდებელ სკოლა ,,მზექა“ს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
იმიტირებული სასამართლო სხდომა ჩატარდა სამოქალაქო სამართალში. დავის საგანი იყო : ბინიდან გამოსახლება და უღირს მემკვიდრედ ცნობა.

ugirdi memkvidre1  ugirsi memkvidre2