04.05.2015

დღეს, 4 მაისს, ქართული ენის კაბინეტში გაიმართა ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტების სემინარ-პრეზენტაცია თემაზე: „ჩემი რელიგია“. სემინარს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნათელა ბერიძე. სტუდენტებმა ესეებში ყურადღება გაამახვილეს შემდეგ პრობლემებზე:
• რელიგია და პიროვნება;
• რელიგია და აზროვნება;
• რელიგია და ურთიერთობა;
• რელიგია და სახელმწიფო ენა.
„ეს გახლდათ ერთ-ერთი ჩვეულებრივი სემინარი, რომელსაც ოცდახუთი წლის განმავლობაში ვატარებ. თემებს ვარჩევთ დროისა და აქტუალურობის მიხედვით, რომელზედაც ახალგაზრდამ უნდა იფიქროს და მონახოს გადაჭრის გზები, საშუალებები. ამჯერად მსოფლიოში არსებული კონიუქტურის გამო გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა პრეზენტაცია თემისა - „ჩემი რელიგია“.
ენობრივი და სტილისტური თვალსაზრისით, სტუდენტებმა საკმაოდ მაღალი დონე აჩვენეს. მათ იმსჯელეს თავიანთ მაგალითზე სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე პირთა თანაცხოვრების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, მათ ასევე შესანიშნავად მოახერხეს შესწავლილი მასალის რეალიზაცია, დემონსტრირება და პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს გაიმართა აქტიური მსჯელობა აღნიშნული თემის ირგვლივ.
სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს თემის აქტუალურობაზე, მის გლობარულობაზე. სტუდენტებმა დაიმსახურეს შექება წარმოდგენილი ესეების მაღალმხატვრულობასა და საკითხის სიღრმისეული გააზრებისთვის.
„ქართული ენის კაბინეტის დაარსებიდან 20-ე წლისთავთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გაიმართება უფრო მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება ლინგვისტიკის სფეროში“, - განმარტა ქალბატონმა ნათელა ბერიძემ.

natela beridze  natela berize1  natela berize4  natela berize2

natela berize5