05.04.2015

2015 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ბიბლიოთეკების კვირეული დევიზით ,,ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის“. ტრადიციულად, კვირეულის დღეებში, ბიბლიოთეკებში ტარდება სხვადასხვა საჯარო ტიპის ღონისძიებები, რომლის ფარგლებში 5 მაისს, 15 :00 საათზე, სამცხე - ჯავახთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოეწყო შეხვედრა საბიბლიოთეკო დარგის მუშაკებთან, რომელთათვისაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნინო პავლიაშვილმა გააკეთს მოხსენებება თემებზე: 1 ციტირების ინდექსთან დაკავშირებით; 2 საბიბლიოთეკო ელექტრონული მომსახურება. ამავე დროს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი.
6 - 7 მაისს, სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოეწყობა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის წიგნის ავტორების, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მიერ (ავტოგრაფებით და მინაწერებით) საჩუქრად გადაცემული წიგნების გამოფენა.

sabiblioTeko  sabiblioteko1  sabiblioteko2 sabiblioteko3