08.05.2015

7 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრაგამართა, ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაციის (RDA) ახალციხის ოფისის კოორდინატორმა ხათუნა ჯინჭველაძემ, რომელმაც წარმოადგინა ,,ბიზნეს იდეების კონკურსი - მიკრო და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად“ პროგრამის პრეზენტაცია.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას - მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით.
ბიზნეს იდეების განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა და პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერრდზე www.qartuli.ge .

buiznesgegma1  biznesgegma2