08.05.2015

2015 წლის 7 მაისს, 15:00 საათზე, ქართული ენის კაბინეტში გაიმართა სამეცნიერო გულანის სხდომა, მოხსენება თემაზე: „მოწამე ყრმები ქართულ ჰაგიოგრაფიაში“, წაიკითხა პროფესორმა ნესტან სულავამ.
ქართულ ჰაგიოგრაფიაში შემონახულია ორი თხზულება, რომელთა პერსონაჟები ბავშვები არიან. ესენია: „ცხრათა ყრმათა კოლაელთა წამება“ და „დავით და ტირიჭანის წამება“. ისინი შემონახულია X საუკუნის ათონის მრავალთავში. უცნობია როგორც ავტორები, ასევე დაწერის თარიღი.
„მოხსენებაში განხილული იყო თხზულებათა სახისმეტყველებითი ასპექტები, რომელთა მიხედვით შესაძლებელი გახდა ამ თხზულებათა ისტორიულ-ფილოლოგიური თვალსაზრისით გარკვეული სიახლეების გამოვლენა, რაც ძირითადად ბიბლიურ წიგნებთან მიმართებით არის შესწავლილი“- განმარტა ქალბატონმა ნესტანმა.

gulani nestan 1  gulani nestan 3  gulani nestan 2