08.05.2015

7 მაისს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს უნივერსიტეტის ხელოვნების სპეციალობების მიმართ. მოსწავლეები, რომელთაც თან ახლდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ელზა კუბლაშვილი და ინგლისური ენის პედაგოგი ნათია ჩომახიძე, დიდი ინტერესით დაესწრნენ ხელოვნების პედაგოგთა პრაქტიკულ მეცადინეობებს, კერძოდ, ხეზე, ქვაზე კვეთა, თექაზე მუშაობა, ჭედურობა, კერვა და ა. შ.
ხელოვნების სპეციალობის გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კაბინეტ - ლაბორატორიები და სხვა თვალსაჩინოებები.
თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის სამომავლოდ რეგულარული გახდება.

adigeni1  adigeni2  adigeni3