14.05.2015

13 მაისს, სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე ეწვია.
მინისტრმა კერძოდ დაათვალიერა უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსის 200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და კმაყოფილი დარჩა მშენებლობის ტემპითა და ხარისხით. ,,დაგეგმილია, რომ სექტემბრისთვის სამუშაოები დასრულდება და უკვე მზად იქნება იმისათვის, რომ სტუდენტებმა ისარგებლონ ამ ინფრასტრუქტურით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამ რეგიონისთვის, რადგანაც სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთელ რეგიონს ემსახურება და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია. აღნიშნა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ თავის კომენტარში.
მინისტრს თანხლებას უწევდა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიძინა მაისურაძე ,,ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ამ საერთო საცხოვრებელში, ერთ ოთახში გვერდიგვერდ განვათავსოთ სომეხი და ქართველი ახალგაზრდები, ისინი ერთმანეთს თავიანთ ენას ასწავლიან და მეტი მეგობრობა, მეტი გაგება და მეტი ურთიერთობა ექნებათ“ აღნიშნა ბატონმა მერაბ ბერიძემ.

ministri1  ministri2  ministri3