15.05.2015

15 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა დასაქმების ფორუმი. დასაქმების ფორუმს ესწრებოდნენ: ახალციხის მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, რესურსცენტრების, რეგიონის მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების, სავაჭრო პალატის, საინფორმაციო საშუალებების, საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დიდ ყურადღებას იქცევდა და საინტერესოდ იყო წარმოდგენილი სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაბეჭდილი სამეცნიერო ლიტერატურა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში დამზადებული სარეკლამო მასალები. დასაქმების ფორუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ.
ფორუმზე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ჰქონდათ შანსი, დამსაქმებლებისთვის გაეცნოთ საკუთარი თავი, რაც წინაპირობაა სასურველი კარიერის შექმნაში.

dasaqmeba1  dasaqmeba4 dasaqmeba2 dasaqmeba3