18.05.2015

16 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
სტუდენტებმა არჩევითი საგნის - „ბეჭდური მედია 2-ის“ ფარგლებში რამდენიმე დღე იმუშავეს ახალციხეში. საგნის ფარგლებში სტუდენტთა ერთი ჯგუფი იმყოფებოდა ახმეტაში.
სტუდენტები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოვიდნენ ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორის, ქალბატონი ნანა ტალახაძისა და თსუ-ის პროფესორის, ქალბატონი მაია ტორაძის ერთობლივი ინიციატივით.
სტუდენტების მიზანია გამოუშვან ჟურნალი „გზავნილი“, რომელიც მოიცავს სამცხის ცხოვრების ყველა სფეროს. თსუ-ის სტუდენტებს ეხმარებიან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურნალისტიკის ძირითადი და მაინორი სპეციალობის სტუდენტები. ჟურნალის პრეზენტაცია მოეწყობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

jurnalistebi1  jurnalistebi2  jurnalistebi3