21.05.2015

სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 6 მაისს დაწყებული შიდა საუნივერსიტეტო ღია ჩემპიონატი ჭადრაკში, 21 მაისს დასრულდა.
პრიზები შემდეგნაირად განაწილდა: I ადგილზე გავიდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიძინა მაისურაძე;
II ადგილი წილად ხვდა - ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულ პედაგოგს ზაზა სამსონიძეს;
III ადგილი დაიკავა - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა არშავირ პოზოიანმა;
IV ადგილი - იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა თამუნა მურჯიკნელმა.
საპრიზო ადგილებზე გასულებს, უნივერსიტეტის საიუბილეო მედლები და სიგელები, რექტორმა ბატონმა მერაბ ბერიძემ გადასცა.

chadraki1  chadraki2 chadraki3  chadraki4