25.05.2015

23 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის 208 -ე აუდიტორიაში ჩატარდა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე: „ახალი სტრატეგიები ინგლისური ენის სწავლებაში".ღონისძიება ჩატარდა, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) ახალციხის ფილიალის, უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნერებათა ფაკულტეტისა და პროექტის- ინგლისური ენის სწავლება სამოქალაქო განათლების გამოყენებით (ELCE) ინიციატივით.
კონფერენციას ესრებოდნენ: ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის საჯარო სკოლებისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებლები.
კონფერენცია გახსნა ETAG-ის ახალციხის ფილიალის ხელმძღვანელმა, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გულიკო ჯანოვამ. კონფერენციას მიესალმნენ: უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, გულიკო ბექაური, ახალციხის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ხმალაძე, პროექტის ELCE-ის ტრენერი ჯუდი ელიოტი და არასამთავრობო ორგანიზაციის- „ქალთა ოთახის„ ახალციხის წარმომადგენელი, ნინო რუხაძე. მანვე გააკეთა პრეზენტაცია ორგანიზაციის საქმიანობაზე და იმ პროექტებზე, რომელსაც ორგანიზაცია გეგმავს განათლების მიმართულებით.
გამომსვლელთა ( გ. ჯანოვა, თ.ვარდიძე, ლ.ცაგარეიშვილი, მ. თელიაშვილი, ჯ. ელიოტი დ. მანევიჩი) მიერ წარმოდგენილი თემები და სემინარები ძირითადად პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა. კონფერენციის მონაწილეები გაეცვნენ ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე სტრატეგიებსა და მეთოდებს. მიეცათ თეორიული და პრაქტიკული რჩევები , მოხდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება.კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო სკოლისა და უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება და ინგლისური ენის სწავლებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა. საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ხაზი გაუსვეს ETAG და უნივერსიტეტის როლს უცხოური ენის სწავლებაში სიახლეების დანერგვაში და გამოთქვეს შემდგომი შეხვედრების სურვილი. დაისახა მომავალი მუშაობის გეგმა და გადაწყდა ასეთი კონფერენციების სისტემატიურად ჩატარება.
დასასრულს გათამაშდა ლატარია. დაახლოებით 30 მასწავლებელმა მოიგო წიგნები ინგლისურ ენაზე, რომელიც გამარჯვებულებს გადასცა, ახალციხის სარაიონო ბიბლიოთეკაში არსებულმა ამერიკის კუთხის ხელმღვანელმა ქალბატონმა ზაირა კელაპტრიშვილმა. დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

inglisuri konferencia1 inglisuri konferenci inglisuri konferencia2 inglisuris konferencia3