27.05.2015

26 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კერძოდ ფეხბურთელები, კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიწვეულნი იყვნენ არტაანის უნივერსიტეტში, სადაც გაიმართა მეგობრული შეჯიბრი ,,ფუტსალში“. ღონისძიების საორგანიზაციო სამუშაოები განახორციელა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილებამ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დელეგაციას უმასპინძლა არტაანის უნივერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა, დოცენტმა ალფერ კარადალმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თან ახლდა ასოცირებული პროფესორი როინ ყავრელიშვილი , რომელიც ამავე დროს არტაანის უნივერსიტეტის საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი და ქართული განყოფილების მიწვეული პედაგოგია
შეხვედრის დაწყებამდე სტუდენტებს დაათვალიერებინეს არტაანის ციხე.
მეგობრული შეხვედრა ფეხბურთში - ,,ფუტსალში“ დამთავრდა ანგარიშით 4:3 თურქი სტუდენტების გამარჯვებით.

turqeti1  turqeti2 turqeti3 turqeti4

turqeti5