27.05.2015

27 მაისს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 - ე წლისთავისადმი მიღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ასოცირებული პროფესორის გულიკო ჯანოვას წიგნის ,,ყოველდღიური ამერიკული დიალოგები" პრეზენტაცია .წიგნი 20 დიალოგს შეიცავს და თანდართული აქვს სავარჯიშოები და აუდიო დისკები. როგორც წიგნის ავტორმა განაცხადა, წიგნით ისწავლიან ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტები. ასევე წიგნით ხელმძღვანელობა შეუძლიათ სხვა დაინტერესებული პირებსაც.
პრეზენტაციას უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. გულიკო ჯანოვას წიგნის გამოცემა მიულოცეს განათლების, ჰუამიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გულიკო ბექაურმა, ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ მაია ქუქჩიშვილმა, პროფესორებმა მაკა შონიამ და ირმა ქურდაძემ. წიგნი დადებითად შეაფასა რეცენზენტმა ლალი ბერიძემ. ქალბატონმა გულიკომ მადლობა გადაუხადა ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელს არტურ დავლაშერიძეს და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს ივანე ჯანოვს დიალოგების ჩაწერასა და დამუშავებისათვის გაწეული დახმარებისთვის. დამსწრე საზოგადოებამ ქალბატონ გულიკოს წარმატებები უსურვა და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.

 gulikojanova1 guliko janova2 guliko janova3 gulikojanova4