29.05.2015

28 მაისს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ართვინ - ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მეჰმედ დუმანი და ვიცე რექტორი პროფესორი აუდინ ტუფეკჩოღლუ ეწვივნენ.
წვევის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო.
სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე სტუმრებს ვალის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვდა. ართვინ - ჭოროხის უნივრსიტეტის დელეგაციას ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, პრესის წარმომადგენლები დახვდნენ . სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი, გაეცნენ მატერიალურ - ტექნიკურ ბაზას, თურქული ენის კაბინეტში შეხვდნენ და ესაუბრნენ თურქული ენის სპეციალობის სტუდენტებს. სტუმრების ვიზიტს თარჯიმნობას უწევდა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა შონია.
დასასრულს, რექტორის ბატონ მერაბ ბერიძის კაბინეტში გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

turqebisstumroba1 turqebisstumroba2 turqebisstumroba4 turqebisstumroba5

 turqebisstumroba7turqebisstumroba3 turqetisstumroba8 turqebisstumroba9