01.06.2015

28-29 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა რიგით მესამე სტუდენტური კონფერენცია „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“.
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ 6 უნივერსიტეტის სტუდენტები. წარდგენილი იყო 23 მოხსენება.
აღსანიშნავია აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გაკეთებული მოხსენებები, რომლებიც გამოირჩეოდა პრეზენტაციების ეფექტურობით. სალომე ონიანმა წარმოადგინა თემა „ჩაშენებული სისტემების პროგრამირება, დედაფები და პულტით მართვადი რობოტი“, თეიმურაზ სახელაშვილმა და გიორგი ჩაჩუამ გააკეთეს პრეზენტაცია „ინტერნეტ ნივთების“ შესახებ.
აგრეთვე კონფერენციაზე საკუთარი დიზაინით შექმნილი სახალისო თამაშები გააცნო მონაწილეებს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა - რამინ ჯუღელმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევაზე დაყრდნობილი მოხსენებები.
კონფერენციამ ძალიან საინტერესო და საქმიან ვითარებაში ჩაიარა, დაიგეგმა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის გზები აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის.

it1 it2 it3 it4