02.06.2016

2 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი ეწვია. თავდაპირველად უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ და საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებლებმა: გიორგი კობერიძემ, გიორგი თუთბერიძემ და გიორგი ლემონჯავამ დადეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შემდეგ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტ ,,უკან მომავლისაკენ“ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრო აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და ადმინისტრაცია. პროექტი ხაზს უსვამს ქართული სახელმწიფოს ისტორიულ როლსა და ქართველი ხალხის არჩევანს, მის მისწრაფებას დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, გახდეს თანამედროვე ევროპული ერთობის სრულუფლებიანი წევრი. პროექტში მონაწილეობა წარმოადგენს რეალურ საშუალებას სტუდენტებისთვის, რათა მიიღონ სპეციალური ცოდნა ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით. ასევე პროექტის სპეციფიკა ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევით-ანალიიტიკურ საქმიანობას სახელმწიფო განვითარების სხვადასხვა სფეროში. პროექტის ,,უკან მომავლისაკენ“ პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია, რომელშიც აუდიტორია აქტიურად ჩაერთო.

modernizaciaaaaaaa modernizacia5 modernizacia1 modernizacia0 modernizacia2