03.06.2015

2015 წლის 2 ივნისს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე შეინიშნებოდა სტუდენტთა მაღალი აქტივობა. მოხსენებები გამოირჩეოდა როგორც თემის აქტუალობით, ასევე ეფექტური პრეზენტაციებითა და საკითხების სიღრმისეული ცოდნით. კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

IMG 2464 IMG 2489 IMG 2526 IMG 2536