03.06.2015

3 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე - ჩვენ ვიცნობთ ამერიკას. კონფერენციის ორგანიზება მოხდა ამერიკისს დღეები, 2015 - ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებდნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის მიმართულების III-IV კურსის სტუდენტები. კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ამერიკული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გულიკო ჯანოვა.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორმა, ბატონმა მერაბ ბერიძემ, ქ. ახალციხის მერმა, ბატონმა გიორგი კოპაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა, ბატონმა ალი ნიკუაზმმა და ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ჯანოვამ. ბატონმა ალი ნიკუაზმმა ამერიკული სწავლების ცენტრს საჩუქრად გადასცა წიგნები.
კონფერენციას, ასევე, ესწრებოდა დოქტორი ქენ ვოლში, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი, რომელმაც სტუდენტებს პროგრამები წარუდგინა.
კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო საელჩოს წარმომადგენელმა ისინი წიგნებით დააჯილდოვა.

amerikuli dreebi amerikuli dreebi1   amerikuli dreebi0  amerikuli dreebi2 amerikuli dreebi3