04.06.2015

2015 წლის 3 ივნისს ჩატარდა სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა. მოხსენება თემაზე: „აბსურდი და იუმორი სერგეი დოვლატოვის შემოქმედებაში“ წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა ირინა ჯიშკარიანმა.
სერგეი დოვლატოვი (მეჩიკი) რუსი მწერალი სატირიკოსია. იგი რუსული ემიგრაციის მესამე ტალღას წარმოადგენს, რომლის ლიტერატურული ბედი საბჭოთა კავშირში დრამატულად წარიმართა. დისიდენტი არ ყოფილა, მაგრამ თავისი ნაწარმოებების გამოქვეყნება სამშობლოში მაინც ვერ შეძლო. მოხსენებაში მოკლედ იქნა განხილული დოვლატოვის წიგნები: „ზონა“, „ჩემოდანი“, „უცხოელი“, „კომპრომისი“, რომელთაც მწერლის ბიოგრაფიაში მომხდარი სხვადასხვა ფაქტი და მოვლენა უდევს საფუძვლად. „დოვლატოვის პროზის მთავარი გმირი თავად მწერალია, მისი მოთხრობები უბრალოებით გამოირჩევა, თუმცა მკითხველში სიცილს იწვევს“, აღნიშნა მომხსენებელმა. მოკლე დიალოგების წაკითხვამ დამსწრე საზოგადოებაშიც ღიმილი გამოიწვია.

jishkariani1 jishkariani2 jishkariani3 jishkariani4