09.06.2015

2015 წლის 5 ივნისს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სტუმრებს მიესალმნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილეები, პროფესორი ნიკოლოზ ახალკაცი და ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე, აგრეთვე და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ცისკარა ზარანდია, რის შემდეგაც 2 ივნისის სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო კონფერენციამ მუშაობა გააგრძელა სექციებში.
შემაჯამებელი სხდომა გაიმართა 6 ივნისს, 11:00 საათზე, პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში.

rb1 rb2 rb3 rb4 rb5 rb6