11.06.2015

10 ივნისს, ქალაქ ახალციხეში აღინიშნა „მდგრადი ენერგეტიკის დღე“. ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“, ქ. ახალციხის მერია და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ღონისძიება დაიგეგმა პროექტების - „განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტისა“ და „მერების შეთანხმების გაძლიერების მოდელი საქართველოსა და უკრაინისთვის: სამოდელო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის - CoM Grant პროექტის”, ფარგლებში.
ქ. ახალციხის მერიასთან საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ კავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტის ეკო-ლაბორატორიაში, სადაც მოხდა კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტების პრეზენტაციების წარდგენა და დისკუსიები ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზღვევის საკითხებზე.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და მაისურები პროექტების დონორებისა და მხარდამჭერების ლოგოებით.

el1 el2