11.06.2015

10 ივნისს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სამოქალაქო სამართალში. პროცესის თემა იყო: იურიდიული ფაქტის დადგენით გარდაცვლილად გამოცხადება.
სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, პედაგოგები, ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ადიგენის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგ ელზა კუბლაშვილთან ერთად.
სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა დებატები.

is1 is2