15.06.2015

14 ივნისს, შშმპ ეროვნული ცნობიერების ამაღლების დღეს ქ. ახალციხეში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ევროკავშირის მიერ დაფუძნებული პროექტისTEMPUS - ის ფარგლებში ხორციელდება პროექტი ASPARE - ,,შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია", რომლის განხორციელებაში ჩართულია 4 უნივერსიტეტი(ილიაუნი, ჯი- პა, ბათუმი, სჯსუ). გასულ წელს აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორებმა აიღეს ვალდებულება ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უნივერსიტეტებში შეღწევადობას. ამასთან და ზოგადად საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სჯსუ - ნის პირველ კორპუსში მოაწყვეს ფლეშმობი, შემდეგ მსვლელობით გაემართნენ ქალაქის ცენტრალური პარკისკენ, რის შემდეგ გადაინაცვლეს დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც ახალციხის ციხეზე გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზატორებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების გარდა ევროკავშირის ექსპერტები ესწრებოდნენ.