19.06.2015

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წლის 14 აპრილიდან დაიწყო უპრეცედენტო ლიტერატურულ - საგანმანათლებლო პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველებთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა და კვლავ გაგრძელდება პოეზიის საღამოების მოწყობა, შეხვედრა და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე, რაც ყველაზე მთავარია რეგიონებში ვიზიტისას მწერლები ეცნობიან ადგილობრივ ნიჭიერ შემოქმედებს და აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი ,,მწერლის დღიურები“.
მორიგი საპრეზენტაციო გასვლა მწერლებს სამცხე - ჯავახეთის მხარეში ქონდათ. კერძოდ 18 ივნისს მათი მასპინძელი სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.
მწერლები: რობერტ მესხი, ლელა ცუცქირიძე, ირმა მალაციძე, ნატა ვარადა და გიორგი სხილაძე, პროექტის კურატორის მარიამ ძიძიგურის ხელმძღვანელობით, აუდიტორიის წინაშე თავიანთი წიგნების პრეზენტაციით წარსდგნენ. აუდიტორიამ, რომელიც ძირითადად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, პროფესორ - მასწავლებლებისა და სტუდენტებისაგან შედგებოდა ინტერესით მოისმინა თითოეული მწერლის გამოსვლა და მათ შემოქმედების განხილვაში კითხვა - პასუხით, აქტიურად ჩაერთო.

ms1 ms2 ms3 ms4 ms5 ms6