25.06.2015

24 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ მორიგი რეგიონული შეხვედრა გამართეს თემაზე - „საქართელო-ევროკავშირის ურთიერთობები, ამჟამინდელი კავშირები და პერსპექტივები“ და „საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სისტემა“. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“.
საგრანტო პროექტი - „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“ ხორციელდება „ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის - ACICC” - ის 2015 წლის მცირე გრანტების აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში, ფორუმის ჩასატარებელ მუნიციპალიტეტთა შორის შეირჩა ახალციხის მუნიციპალიტეტიც, ხოლო მასპინძელი ორგანიზაცია იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შეხვდრაზე მონაწილეობას იღებდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეგიონის საგანმანათლებლო სფერო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვდრამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოების მხრიდან და დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრამდე მოწვეული სტუმრები გაეცნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და დაესწრნენ სტუდენტების მიერ ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესს.

is1 is2 is3 is4