02.07.2015

30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც 2015 წლის სამი "საპატიო ახალციხელი", მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, საზეიმოდ, "ახალციხელობის" დასკვნით ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.
"საპატიო ახალციხელების" დაჯილდოების ცერემონიას, ადგილობრივებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

saax4 saax saax2 saax3