08.07.2015

7 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნინო პავლიაშვილი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელი.
პირველ რიგში, მათ შეხვედრა გამართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ მერაბ ბერიძესთან, რომელთანაც ისაუბრეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ უნივერსიტეტში გახსნილი საინფორმაციო ცენტრის სამომავლო გეგმებზე, უნივერსიტეტის გამომცემლობის ScienceDirect/ Scopus ელ. ბაზაში განთავსების შესახებ. ამის შემდეგ სტუმრები შეხვდნენ და ესაუბრნენ სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.

sbs sbs1