08.07.2015

ქალაქ ახალციხის მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ყოველთვიურად 100 ლარს მარიამ კაპანაძე, ლიკა გოგიჩაშვილი, მარიამ ბოჩიკაშვილი, ანჟელა არუთუნიანი, ელენე მაღრაძე და ნანა მიქელაძე მიიღებენ.
3 ივლისს, ახალგაზრდები ქალაქის მერს შეხვდნენ და პირადად მისგან მიიღეს მილოცვა.
გიორგი კოპაძის თქმით, ამ ინიციატივის მიზანი სტუდენტების წახალისებაა.