08.07.2015

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, შეხვედრა შედგა 7 სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მეოთხე კურსელებთან. ყველა მათგანს გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამა და ფლობენ ქართულ ენას. შეხვედრაზე ცენტრმა მათ წარუდგინა პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის", რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას. ცენტრმა, დაპირებისამებრ გამოაცხადა კონკურსი როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბაკალავრებისთვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი. ვაკანსიის საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ  ლინკებზე:

 
ლინკი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის:
https://www.hr.gov.ge/geo/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/jobs/georgia/31186


ლინკი სხვა დაინტერესებული ბაკალავრებისთვის:
https://www.hr.gov.ge/geo/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/jobs/georgia/31167