13.07.2015

2015 წლის 10 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში, გაიხსნა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ონომასტიკაში - „ახალციხე - 2015“, რომელიც გაიმართა ახალციხის ციხეზე. ღონისძიება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის თანადგომით ჩატარდა. იმუშავა ოთხმა სექციამ. სექციური მუშაობის შემდეგ გაიმართა კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა.
11 ივლისს, უნივერსიტეტის ეზოში, ტრადიციისამებრ, ყვავილებით შეიმკო გრიგოლ ხანძთელისა და ივანე ჯავახიშვილის ძეგლები. გაიხსნა პროფესორ სერგო მელიქიძის სახელობის აუდიტორია.

ko2 ko3 ko1 ko4 IMG 3537