21.08.2015

სტუდენტებს და  კურსდამთავრებულებს, „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ გიწვევთ აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში. ბანაკი გაიმართება კახეთში, 13-19 სექტემბერს. 
• თუ ხართ 18-29 წლის აქტიური ახალგაზრდა;
• გსურთ საინტერესოდ გაატაროთ სექტემბრის ერთი კვირა კახეთში;
• დაინტერესებული ხართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების არსით;

მაშინ არ გამოტოვოთ!

მონაწილეობის მისაღებად მიყევით ბმულს (http://www.jobs.ge/98088/), შეავსეთ აპლიკაცია და გააგზავნეთ აღნიშნულ მისამართზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ოთახი 313
თეონა ჟუჟუნაძე
ტელ: 577 606977