07.09.2015

7 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა ახალი, 2015-2016 სასწავლო წლის დაწყება. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ და ფაკულტეტების დეკანებმა.
მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის პირველკურსელმა თაკო სამსონიძემ.
სტუდეტებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს გრიგოლ ხანძთელის სტიპენდიანტებმა: ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტმა გვანცა ჩინჩალაძემ და იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა თამუნა მურჯიკნელმა.
ასევე, საზოგადოებას მიესალმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ყურმაშვილი.
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, დეკანებმა სიგელები გადასცეს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.
ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დსრულების შემდეგ სტუდენტები გადანაწილდნენ ფაკულტეტების მიხედვით.

sd1 sd2 sd3 sd4