10.09.2015

10 სექტემბერს, ქართული ენის კაბინეტში, 2015 - 16 სასწავლო წლის რიგით პირველი, სამეცნიერო ,,გულანის" სხდომა გაიმართა. მოხსენება თემაზე: „წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრების“ სახისმეტყველებითი ასპექტები“ წაიკითხა პროფესორმა ნესტან სულავამ.
„წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრება“ სახისმეტყველებითი თვალსაზრისით ნაკლებად შესწავლილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა რიგს განეკუთვნება, ამიტომ სახისმეტყველებითი ანალიზი თხზულების შესწავლას ხელს შეუწყობს, განმარტა ქალბატონმა ნესტანმა.
მოხსენებაში თხზულება შესწავლილია ბიბლიასთან და სხვა ჰაგიოგრაფიულ თხზულებებთა მიმართებით. გამოვლინდა ქრისტიანული სახისმეტყველებითი ასპექტები, კერძოდ ბიბლიური მოტივები, ჰიპოდიგმურ-პარადიგმული სახეები, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა წმინდა ილარიონის პიროვნების შედარებას წმინდა გრიგოლ ხანძთელთან, შესაბამისად, საუბარი იყო ამ ორი თხზულების ავტორთა მხატვრულ ენაზე.

glani10seqtember gulani seqtemberi 101