17.09.2015

17 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქართული ენის კაბინეტში ჩატარდა სამეცნიერო გულანის სხდომა. მოხსენება თემაზე: თეიმურაზ პირველის ლექსის „თამარის სახე დავით გარეჯას“ სახისმეტყველება წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა დალი ბეთხოშვილმა.
თემა შეეხებოდა ერთარსება სამების იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატ-სახის წარმოჩენას.
ლირიკული შედევრი ლოცვის ფორმითაა შექმნილი, რომლის დახმარებით ავტორი წარმოაჩენს ცოდვით დაცემის პრობლემას და საღვთისმეტყველო არსით ცდილობს ადამიანის სულიერი არსებობის დასახვას, განმარტა მომხსენებელმა. დაისვა ბევრი შეკითხვა და გულანის სხდომა ტრადიციულად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

gulani dali2 gulanin dali1