21.09.2015

2015 წლის 21 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა რექტორატისა და ადმინისტრაციის შეხვედრა იურიდიული და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებთან. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე.
შეხვდრა იყო გაცნობითი ხასიათის. პირველკურსელებს გაესაუბრნენ რექტორის მოადგილეები, ბატონი ნიკოლოზ ახალკაცი და ქალბატონი მაკა ბერიძე, ასევე, ფაკულტეტის დეკანები: გულიკო ბექაური და მალხაზ ლომსაძე; დეკანის მოადგილე მაია ქურქჩიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვერიკო მოდებაძე.
შეხვედრის დროს სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეთქვათ საკუთარი მოლოდინები, აზრი უნივერსიტეტისა და აქ გატარებული ორი კვირის შესახებ.
შეხვედრა ჩატარდა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით.

shxvd shxvd1 shxvd2