23.09.2015

გახდი შენი ქვეყნის აქტიური მოქალაქე, მიიღე მონაწილეობა კონკურსში „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ - დღეს ამ მოწოდებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის შესახებ საინფორმაცია შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებს ესაუბრა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ელენე ოყროშიძე. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა პირველი რაუნდის გამარჯვებული გუნდის წევრი ავთანდილ ხაბეიშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.
კონკურსის პირველ რაუნდში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბოლო ეტაპამდე აქტიურად იბრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გამარჯვებულთა რიგებში ვერ მოხვდა. თუმცა, თუ პროექტის ავტორებს დავესესხებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება უკვე გამარჯვებაა ყველა გუნდისთვის.
ორგანიზაცია „მოქალაქე“ იწყებს კუნკურსის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ახალ რაუნდს. კონკურსს ამ ჯერადაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უხელმძღვანელებს. რეგისტრაცია 28 სექტემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობა შეუძლია 4-6 წევრისგან შემდგარ სტუდენტურ გუნდს (BA;MA).
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდებს:
www.mokalake.ge; www.naec.ge

moqalaq1 moqalaq2