25.09.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ- ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა. სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ერთი მხრივ, ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და, მეორე მხრივ, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას. სწორედ თანამედროვე სამეცნიერო გამოცემების მოთხოვნებს დაეთმო 24 სექტემბრის „გულანის“ გაფართოებული სხდომა. რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში მაკა ბერიძემ (კაჭკაჭიშვილი) წარმოადგინა საგამომცემლო სახლის „ელსევიერი“ (Elsevier) სტანდარტები.
ყურადღება გამახვილდა:
• საერთაშორისო გამოცემების რაოდენობრივ და თვისებრივ მახასიათებლებზე;
• მონაცემტა ელექტონულ ბაზაზე - SCOPUS;
• სამეცნიერო ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნების პროცედურებზ;ე
• სამეცნიერო სტატიის აგების თავისებურებებსა და სხვ.
მსჯელობისას აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის პროფესურა სწორედ ამ სტანდარტებით სარგებლობდა საერთაშორისო ჟურნალებთან თანამშრომლობისას. პროფესორებმა გამოთქვეს მზაობა, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხასიათის გამოცემებშიც დამკვიდრდეს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში აღიარებული მოთხოვნები. აღინიშნა ისიც, რომ სამეცნიერო გამოცემა „გულანს“ აქვს შესაძლებლობა, გახდეს საერთაშორისო ხასიათის. გადაწყდა, რომ განახლდება მისი სარედაქციო საბჭო და საამეცნიერო გამოცემის „გულანი“ მე-19 ნომერი მომზადდება თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.

sms1 sms2