26.09.2015

25 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოვა და გადასცა შესაბამისი ბრძანება. ეს ჯილდო სამცხე-ჯავახეთის მხარეში მეუფე თეოდორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის გამოხატულებაა. ამ მხარეში მეუფის მოღვაწეობა ემთხვევა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების პერიოდს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მეუფე თეოდორე შეხვდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ - მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას. შეხვედრა გაიმართა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. შეხვედრის ბოლოს დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა და იყო ბევრი კეთილი სურვილი მეუფის მისამართით.

meufe1 meufe2 meufe3 meufe4