26.09.2015

26 სექტემბერს, ციხე-ქალაქ ვარძიაში, პოეზიის სახალხო დღესასწაული - ,,შოთაობა“ გაიმართა. ვარძიაში შეკრებილმა საზოგადოებამ, კიდევ ერთხელ მიაგო პატივი რუსთაველის უკვდავ პოემას. სახალხო დღესასწაულაზე მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ანსამბლებმა, რეგიონის შემოქმედებითმა კოლექტივებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანებულმა პოეტებმა. გაიმართა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების, მხარის მხატვართა ნახატების, ახალი წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
„შოთაობაზე“ კვლავ შედგა გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ პოეტთა დაჯილდოვება, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ წელს აქტიურად არის ჩართული. სპეციალური პრემია მესხურ თემატიკაზე შექმნილი ლექსისთვის, სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მერაბ ბერიძემ, პოეტ ქალბატონს თინათინ მღვდლიაშვილს გადასცა.

shotaoba1 shotaoba2 shotaoba3 shotaoba4