29.09.2015

29 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა დისკუსია-სემინარი თემაზე - ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში.“
დისკუსია-სემინარი გაიმართა პროექტ „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ააიპ „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის“, საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“, სომხური ორგანიზაცია „სიუნიკისა“ და აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის მიერ.
შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა, შოთა შველიძემ და ბექა ბაჯელიძემ ისაუბრეს არსებული სამშვიდობო მექანიზმებზე და გამოწვევებზე.

ax1 ax2