07.09.2015

6 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - „მასწავლებელი და საზოგადოება.“ ლექციას უძღვებოდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გულიკო ბექაური.
საჯარო ლექციას საპატიო სტუმრების რანგში ესწრებოდა სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მასწავლებელი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ქ-ნი ნათელა ბერიძე, რომელიც მრავალი წლის წინ, როცა უნივერსიტეტი ახლად ყალიბდებოდა, იყო ინიციატორი შეკრებების, სადაც მასწავლებლები, ლექტორები და სტუდენტები განიხილავდნენ სკოლასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს, ახალციხის №5 საჯარო სკოლის დირექტორი, ქ-ნი ინგა ვარდიძე, რომელიც უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის პირველი კურსდამთავრებულიც არის, ახალციხის №5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მირანდა წინწკალაძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შარშანდელი კურსდამთავრებულია და მისი, როგორც მასწავლებელის, დებიუტი სკოლაში ახლა შედგა. ლექციას ასევე სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული, ახალციხის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწაველებელი მირანდა დემეტრაძე ესწრებოდა.
საჯარო ლექცია მოიცავდა სამ საკითხს, რომელზეც აქტიურად გაიმართა დისკუსია: ვინ არის მასწავლებელი, როგორი უნდა იყოს ის და რა პრობლემების წინაშე დგას დღევანდელი მასწავლებელი. საჯარო ლექცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა, მოხდა მოგონებების გახსნება, გამოითქვა ძალიან ბევრი თბილი სიტყვა მასწავლებლებლებისა და, ზოგადად, მასწავლებლობის შესახებ და რეკომენდაციები ახალი თაობის მასწავლებლებისთვის.

maswav1 masw2 masw3