16.10.2015

2015 წლის 15 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასამართლო სხდომათა დარბაზში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.( სსკ - 108 მუხლი). მონაწილეობდნენ: მოსამართლე - ზინა მურჯიკნელი, პროკურორი - ლევან აფციაური, ბრალდებული - ჯიმშერ მამუკაშვილი; ადვოკატები: გიორგი ცუხიშვილი, თამუნა მურჯიკნელი, ექსპერტი - არჩილ რაზმაძე, მოწმეები: ვერა ტაბატაძე, ივერი ბალახაშვილი, გიორგი პაპიძე, ნუგზარ ქებაძე.
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ სტუდენტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ახალციხის №5 საჯარო სკოლის და დამოუკიდებელი სკოლა ,,მზექას“ მოსწავლეები.
სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა დებატები სასამართლო სხდომის მიმდინარეობის შესახებ. დასასრულ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მალხაზ ლომსაძემ II კურსის სტუდენტებს გადასცა სერტიფიკატები, გასულ სასწავლო წელს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში წარმატებული მონაწილეობისათვის.

imi151 imi152 imi153