22.10.2015

21 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა იურიდიული და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხეკურსელ სტუდენტებთან. შეხვედრას უძღვებოდენენ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ქ-ნი მაკა კაჭკაჭიშვილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გულიკო ბექაური და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მალხაზ ლომსაძე.
შეხვდრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, განხილულ იქნა პრობლემები, რომლებიც სტუდნტებს აწუხებთ და, ასევე, დაისახა სამომავლო პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის რექტორმა წარმატებები უსურვა სტუდენტებს და მოუწოდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მჭიდრო ურთიერთობა იქონიონ უნივერსიტეტთან.

shexvdr41 shexvedr42