27.10.2015

26 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ააიპ „ევექსის სასწავლო ცენტრს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივ კოორდინირებულ საქმიანობაზე უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალი კვალიფიციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების, მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზაციის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის კადრების მომზადება, ხელი სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ და ააიპ „ევექსის სასწავლო ცენტრის“ დირექტორმა გიორგი ბერიამ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, ააიპ „ევექსის სასწავლო ცენტრი“ გადაამზადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექთნის თანაშემწის პროფესიულ პროგრამაზე, დამამთავრებელ კურსზე მყოფ და ამავე პროგრამის კურსდამთავრებულ მსურველებს და რაც მთავარია, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, ააიპ „ევექსის სასწავლო ცენტრის“ დირექტორი კურსდამთავრებულებს გარანტირებულ დასამქებას ჰპირდება.

memorandum1 memorandum2 memorandum3