29.10.2015

2015 წლის 28 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საპატრიარქოს რეზიდენციაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ აღნიშნა, უმაღლესი სასწავლებელი ახალციხეში საქართველოს ეკლესიის მეთაურის ილია II-ის ლოცვა კურთხევით დაარსდა, ამიტომ მართებულად თვლის, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, პროფესურამ და სტუდენტებმა ერთგვარი ანგარიში წარუდგინონ მის უწმიდესობას, 25 წლის მანძილზე უნივერსიტეტის განვლილ გზაზე, მიღწევებზე, პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრამ ძალზე თბილ ვითარებაში ჩაიარა. იყო ორმხრივი შეფასებები, აზრთა ურთიერთგაზიარება და კითხვები.
პატრიარქმა დიდი მნიშვნელობა მისცა სამცხე-ჯავახეთის მხარეში უნივერსიტეტის საქმიანობას, დალოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა მას.

shexpat1 shexpat2 shexpat3 shexpat41