30.10.2015

2015 წლის 29 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის ეზოში 2015 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
,,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ესალმება თავის კიდევ ერთ გამოშვებას, კურსდამთავრებულებს. გილოცავთ ცხოვრების ახალ საფეხურზე ასვლას. ჩვენმა უნივერსიტეტმა, პროფესურამ ყველაფერი გააკეთა თქვენი განათლებისათვის, ჩამოაყალიბა საუნივერსიტეტო პროფესიული და ეროვნული ტრადიცია, რომელიც გაგინათებთ ცხოვრებას. თქვენ უნდა ემსახუროთ სამშობლოს, თქვენ უნდა შექმნათ მომავალი, გააძლიეროთ და აღამაღლოთ საქართველო.წინაპრების მიერ შექმნილი დღევანდელობა საწინდარია მომავლისა. წინ, მომავლისაკენ!“
ამ სიტყვებით გახსნა ღონისძიება და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება და ახალი ცხოვრების დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ.
ასევე მიულოცეს კურსდამთავრებულებს ეს მნიშვნელოვანი დღე ახალციხის გამგეობიდან და რწმუნებულის აპარატიდან მოწვეულმა სტუმრებმა, რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში და ფაკულტეტის დეკანებმა.
თავად კურსდამთავრებულებმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვეს და წარმატება უსურვეს ერთმანეთს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ყველასთვის დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში ასროლით დასრულდა.

kurs0 kurs1 kurs2 kurs5 kurs kurs6