30.10.2015

2015 წლის 29 ოქტომბერს  გაიმართა  „გულანის“ გაფართოებული სხდომა. მოხსენებები წაიკითხეს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ცისკარა ზარანდიამ და ინჟინერიის, აგრარულ დ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულკტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი მესხმა. მოხსენებები ეხებოდა სამეცნიერო პუბლიკაციების თანამედროვე სტანდარტებს. პროფესორმა ცისკარა ზარანდიამ წარმოადგინა ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო შრომების კრებულის პერსპექტივები საერთაშორისო მოთხოვნებთან მიმართებით, ხოლო პროფესორმა გიორგი მესხმა  საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებთან ურთიერთობის პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.

ggul1 ggul2