04.11.2015

4 ნოემბერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით, მეორე კორპუსის 208 აუდიტორიაში, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილეები: ბატონი ნიკოლოზ ახალკაცი, ქალბატონი მაკა კაჭკაჭიშვილი, ფაკულტეტის დეკანები: ბატონები ცისკარა ზარანდია და გიორგი მესხი, პროფესორ - მასწავლებლები.
რექტორმა ისაუბრა სასწავლო პროცესებში და ზოგადად უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებზე, დაინტერესდა და გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებთ სტუდენტებს. სტუდენტებმა დასვეს ბევრი შეკითხვა, რომელთაც ამომწურავი და სათანადო პასუხები გაეცა.
შეხვედრაზე ფაკულტეტების მდივნებს მადლობა გადაუხადა რექტორმა გაწეული მუშაობისთვის და სიგელები გადასცა.

shex43 shex45 shex46 shex44

shex42 shex41